მნიშვნელოვანიპოლიტიკასაქართველოსიახლეები

სუს-ის მოსმენების გამო საქართველოს ელჩი ევროკავშირში ბრიუსელში დაიბარეს

სუსიდან გამოჟონილ სავარაუდო ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი ევროკავშირის ოფისში დაიბარეს.ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

“თქვენ ნახეთ ბრიუსელის პირველი რეაქცია ამ საკითხზე. ჩვენ სერიოზულად ვუყურებთ ამას, რადგან ვენის კონვენცია არეგულირებს დიპლომატიურ ურთიერთობას. ჩვენთვის არაბუნებრივია, რომ საქართველოსნაირი ახლო მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა ჩართული იყოს ასეთი ტიპის აქტივობებში ჩვენს წინააღმდეგ. გუშინ საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ბრიუსელში სათაო ოფისში დაიბარეს, სადაც ევროკავშირმა საკუთარი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირა. ევროკავშირმა მოითხოვა, რომ საკითხთან დაკავშირებით სათანადოდ იყოს საქმის კურსში.

როცა საქმე ამ საკითხს ეხება, ზოგადად, ჩვენ ყოველთვის თავს ვარიდებთ დეტალებზე საუბარს, თუმცა ჩვენ მოვლენათა განვითარებას თვალს ვადევნებთ და გვაქვს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობასთან. ბოლო კვირების განმავლობაში აქტიურად განიხილავენ გაჟონილი ინფორმაციას და მის შინაარსს. ნებისმიერი უსაფრთხოების სამსახურის ინტერესია, დაიცვას სახელმწიფო უსაფრთხოება, იმისათვის, რომ შეძლოს შესაძლო საფრთხეებისგან თავის არიდება, მათ შორის, ტერორიზმის და ჯაშუშობისგან. არის არაერთი მიზეზი, რომ გამოყენებული იქნეს ასეთი ინსტრუმენტები, თუმცა ეს ბერკეტები უნდა იყოს ძალიან ფრთხილად გამოყენებული. გამოძიება მიმდინარეობს და მე მივესალმები პროცესის ფართო განხილვას,” – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მედიასაშუალებებმა ელექტრონულ ფოსტაზე ვებგვერდის ლინკი მიიღეს, რომელზეც, დიდი ალბათობით, პირადი საუბრებზე მომზადებული ანგარიშებია. ამ ჩანაწერებში ფიგურირებენ ელჩები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, მოქალაქეები და მეტწილად სასულიერო პირები. ჩანაწერების ავთენტურობა ჟურნალისტების ნაწილმა უკვე დაადასტურა.

მსგავსი პოსტები

Back to top button