კრიმინალიმნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

სუს-ის ყოფილმა თანამშრომელმა შიდა ქართლში ქალი გაიტაცა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომელი გოგოს გატაცებაშია ბრალდებული. დანაშაული შიდა ქართლში მოხდა. მსხვერპლი 25 წლამდე ქალია. გამტაცებელი კი 28 წლის ბესიკ წკრიალაშვილი.

დაზარალებული ირწმუნება, რომ ბესიკ წკრიალაშვილი მერიის თანამშრომელთან ერთად მოქმედებდა. შემთხვევა 13 სექტემბერს მოხდა. 23 წლის ქალის ინფორმაციით, სპეცრაზმელს მასზე დაქორწინება სურდა, რის გამოც ის საკუთარი ეზოდან მოიტაცეს  და თბილისის მიმართულებით წაიყვანეს.

ქალი ამბობს, რომ ქორწინებაზე უარის შემთხვევაში, გამტაცებლები მას ოჯახის წევრების ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ.

გორის სპორტის თანამშრომელს რაიონულმა სასამართლომ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა და ის გლდანის ციხეშია გადაყვანილი. რაც შეეხება სუს-ის ყოფილ თანამშრომელს, ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

მათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

მსგავსი პოსტები

Back to top button