კრიმინალიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

სუს-ის თანამშრომელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა

სუს-ის შენობაში თანამშრომელმა, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.

„ვადასტურებთ სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების ფაქტს. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება“, – აცხადებს სუს-ის პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცმა იარაღი საკუთარ სამუშაო კაბინეტში ისროლა. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ალუდა ზვიადაური შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ახლობელია.

presa.ge-ს ინფორმაციით, ის ვარკეთილში ცხოვრობდა და წლების წინ, გომელაური მისი მეზობელი იყო. ისინი ერთ სკოლაში სწავლობდნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button