კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

28 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსის 12 787 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 14 257 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 73 436 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 17.41%.
ინფიცირების ყველაზე მეტი, 6 799 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.
წინა კვირის (21.08-28.08) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 13 737 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 14 486 პირი, გარდაიცვალა სამი პაციენტი.
NCDC-ის ცნობითვე, ბოლო 1 კვირაში სულ 73 436 ტესტი ჩატარდა.
2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, დღემდე ინფიცირების 1 762 206 შემთხვევაა აღრიცხული, გარდაიცვალა 16 900 ადამიანი. ლეტალობის მაჩვენებლი კვლავ 1%-ია.