მნიშვნელოვანისაქართველო

სუს-მა ვიდეო მტკიცებულებები გამოაქვეყნა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე და პანკისში ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ახალ დეტალებს ასაჯაროებს.

საგანგებო ბრიფინგზე უწყების პრესსამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ ტეორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის, მისი დაჯგუფების და პანკისში დაკავებული პირების კავშირის დამადასტურებელი ვიდეო მტკიცებულებები გააჩნიათ, რომელიც უკვე საჯაროა.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, სპეცოპერაციის ადგილას, საცხოვრებელი სახლიდან დოკუმენტაცია იქნა ამოღებული, სადაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის საბანკო რეკვიზიტებია მითითებული, რომელიც სპეცოპერაციისას დაიჭრა და ამჟამად საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

გარდა ამისა, სუს-ის ინფომრაციით, ვიდეომასალაში ჩანს, როგორ გადაადგილდებიან თბილისის ქუჩებში ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წევრები და თემირლან მაჩალიკაშვილი.

ვიდეო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ►

მსგავსი პოსტები

Back to top button