მნიშვნელოვანირეგიონი

ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში-გარდაცვლილია სამი ადამიანი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა საგარეჯოში- გარდაცვლილია სამი ადამიანი, არიან დაშავებულები.

ადგილობრივების ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და ტრაილერი შეეჯახნენ.

შეჯახების შედეგად გარდაიცვალა ორი მგზავრი, ხოლო საავადმყოფოში გადაყვანისას დაიღუპა მცირეწლოვანი, რომელიც მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდა.

რაც შეეხება დაშავებულებს , ორი მამაკაცი და ერთი ქალი, საგარეჯოს ჯეო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცებს თავის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვთ, ქალი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

მომხდარ ფაქტზე, დაწყებულია საგამოძიებო მოქმედებები

მსგავსი პოსტები

Back to top button