სვანაძემ ინგლისთან მატჩის წინ ფეხბურთელთა შემადგენლობა დაასახელა

მიმდინარე წლის 16 ნოემბერს საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრები ინგლისელ თანატოლებს ხვდება.
რამაზ სვანაძემ ამხანაგური შეხვედრის წინ 22 ფეხბურთელი გამოიძახა.
ახალგაზრდები საწვრთნელ შეკრებას 7 ნოემბერს დაიწყებენ. უშუალოდ თამაში კი ბათუმის სტადიონზე 16 ნოემბერს 18 საათზე გაიმართება.
საინტერესოა, რომ საქართველოს ეროვნული და 21-წლამდე ნაკრების მთავარ მწვრთნელებს შორის ურთიერთშეთანხმება მოხდა, რის საფუძველზეც, ესპანური ვალენსიის მეკარე გიორგი მამარდაშვილი და თბილისის დინამოს მცველი საბა ხვადაგიანი ამჯერად სწორედ ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან.
საქართველოსა და ინგლისის ახალგაზრდული გუნდები ერთმანეთს ისტორიაში მეოთხედ ხვდებიან. წინა 3 მატჩიდან 2 შეხვედრა ინგლისელებმა მოიგეს, ხოლო 1997 წელს გამართული ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩი უგოლო ფრით დასრულდა.
U21 ნაკრების შემადგენლობა კი ასე გამოიყურება:
მეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო).
მცველები: საბა ხვადაგიანი, სანდრო კალანდაძე, ლევან ხარაბაძე (ყველა – დინამო თბილისი), ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (პრაღის სპარტა, ჩეხეთი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი, ესპანეთი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი ქველაძე (ლოკომოტივი).
ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მოისწრაფიშვილი, თორნიკე მორჩილაძე (ყველა – დინამო თბილისი), ანატოლი მესიაჩენკო, გიორგი ლომთაძე (ორივე – სამტრედია), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), ლუკა გაგნიძე (ურალი, რუსეთი).
თავდასხმელები: გიორგი იაკობიძე (ლოკომოტივი), გიორგი გაგუა (ალავესი, ესპანეთი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).