რეგიონი

სვანეთში ფიცის დასადებად ემზადებიან

სვანეთში ფიცის დასადებად ემზადებიან

მესტიის მოსახლეობა წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცებს, რომ მაინერებს გამორთავენ.

“როცა სახელმწიფო სამართალი არ სამართლიანობს, უნდა მივმართოთ ხალხის სამართალს”,-ამბობს მოსახლეობა.

“ამასთან, ერთ-ერთი დიდი პრობლემა, რაც რეგიონში უშუქობამ გამოიწვია, ის არის, რომ სასტუმროებში წყლის სისტემები დასკდა და ამით ტურიზმი არამხოლოდ წელს, მომავალი წლების განმავლობაშიც ჩაკვდება.

ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, ძალიან ცუდი რეკლამა გავუკეთეთ და ტურიზმი ჩავკალით“ , – აცხადებს ადგილობრივი ანა ჩართოლანი.

ცნობისთვის, მესტიას ელექტრომომარაგება კვლავ არასტაბილურად მიეწოდება. როგორც ცნობილია, მიზეზი გაზრდილი ელექტრომოხმარებაა.

თავის მხრივ, ეს გამოწვეულია იმით, რომ მესტიის მოსახლეობა ელექტროენერგიის საფასურს არ იხდის, რის გამოც ბოლო წლებში მუნიციპალიტეტში კრიპტოვალუტის მაინინგი გაიზარდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button