სპორტი

ანდრეი შევჩენკო “მილანს” დაუპირისპირდება

პირველად სამწვრთნელო კარიერაში ანდრეი შევჩენკო მილანს დაუპირისპირდება.

შევჩენკომ რამდენიმე კვირის წინ იტალიური კლუბი ჯენოა ჩაიბარა და 8 დეკემბერს ყოფილ გუნდთან მეტოქის რანგში უნდა წარსდგეს.

ჯენოას ახალმა მთავარმა მწვრთნელმა მომავალ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა,რომ მილანი ყოველთვის მის გულშია,თუმცა ახლა სხვა მოცემულობაა და როსონერის დამარცხება მისი პროფესიული მოვალეობაა

ანდრეი შევჩენკომ სამწვრთნელო კარიერა უკრაინის ეროვნულ ნაკრებში დაიწყო და გუნდი ევრო 2020-ის მეოთხედფინალში გაიყვანა

ჯენოას თავკაცის პოსტზე დანიშვნიდან უკრაინელს ჯერ არცერთი თამაში არ მოუგია. რომასთან 0:2 დამარცხდა და უდინეზესთან ნულოვანი ფრე ითამაშა.

მსგავსი პოსტები

Back to top button