სვანეთში ზვავს ერთი ადამიანი ემსხვერპლა

სვანეთში ჩამოწოლილ ზვავს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ინციდენტი ჯვარი-მესტიის გზაზე, ხაიშის მონაკვეთზე მოხდა. გარდაცვლილი ადგილობრივია. იგი მიკრო ავტობუსით გადაადგილდებოდა. გზის ეს მონაკვეთი ზვავის გამო ჩაკეტილი იყო, მამაკაცი კი გზის სანახავად გადმოვიდა რა დროსაც, ზვავი ჩამოწვა და მოიყოლა.
გვამი უკვე გადაასვენეს ხაიშში. მომხდარზე გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის ჯვარი-ხაიშის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.