სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება

2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებით, მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე სიმართლეს არ შეესაბამება.

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს, რომ 2015-2016 სასწავლო წელი 14 სექტემბერს დაიწყება და არ შეესაბამება სიმართლეს რიგი მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია სწავლის გადადების თაობაზე”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button