“ტაბულას” ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

ტელეკომპანია “ტაბულას” ყოფილ და მოქმედ ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, ისინი საღამოს რესტორანში ვახშმობდნენ, რა დროსაც უცნობი პირები თავს დაესხნენ და მათი თქმით, პროფესიული საქმიანობის გამო ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

“იყო სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, დალეწეს მთელი რესტორანი, ინვენტარი, სკამები, აბსოლუტურად ყველაფერი. ჩვენზე თავდასხმა აბსოლუტურად არაფერს ნიშნავს ალბათ მეტს, უბრალოდ, ეს ალბათ დაუსჯელობის სინდრომია, რაც ქვეყანაში არსებობს. სახელმწიფომ უნდა დაიცვას ჟურნალისტები და ზოგადად, ადამიანის უფლებები”, – განაცხადა ჟურნალისტმა ირაკლი კიკნაველიძემ.
დაზარალებული ჟურნალისტები უკვე დაკითხეს.

წყარო: IPN

მსგავსი პოსტები

Back to top button