
🛒 ზაფხულის პიკში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე, უკვე მეხუთე “სმარტი” ამუშავდება ბათუმში!
“სმარტი” განაგრძობს რეგიონულ განვითარებას – ზაფხულის ბოლომდე მაღაზიები ზესტაფონსა და ქუთაისშიც გაიხსნება. სულ მალე “ვისოლთან” ერთად საქართველოს მასშტაბით 50-მდე სუპერმარკეტი მოემსახურება მომხმარებლებს – კომფორტულად, ხარისხიანად და სწრაფად.
💬 ვასილ ხორავა, “ვისოლისა” და “სმარტის” გენერალური დირექტორი:
„მოხარულები ვართ, რომ ბათუმს მეხუთე სმარტით ვემსახურებით. ჩვენი მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქტები, უნიკალური იმპორტი და გზად საჭირო ნებისმიერი პროდუქტი ხელმისაწვდომი იყოს ქვეყნის ყველა რეგიონში. “სმარტი” და “ვისოლი” ქმნიან კომფორტულ გარემოს მოგზაურობისას — სადაც ერთ სივრცეში დაგხვდებათ ყველაფერი: სუპერმარკეტი, პრემიუმ საწვავი, ავტომომსახურება და ამერიკული სწრაფი კვება.“
📱 “სმარტი” ჩართულია “ვისოლის” ლოიალობის აპლიკაციაში, რაც მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას:
✔️ დააგროვონ ქულები
✔️ მიიღონ საჩუქრები და სპეციალური შეთავაზებები
✔️ გამოიყენონ ქულები „სმარტში“, „ვისოლზე“ და „ვინტოში“
☕ თითქმის ყველა “სმარტში” დაგხვდებათ კაფე და უგემრიელესი პურპროდუქტები, “შეფ ლუკა ნაჭყებიას” რეცეპტებით მომზადებული სენდვიჩები და იტალიური ყავა Trucillo.