მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ღონისძიებებისთვის ფართის გადაცემაზე რეგულაციები დღეიდან ამოქმედდა

ღონისძიებებისთვის სახლებისა და სხვა სივრცის გაქირავება აიკრძალა. მთავრობის გადაწყვეტილებით ფიზიკური პირი 2000 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 10 000 ლარით. გადაწყვეტილება მთავრობამ დღეს მიიღო. შესაბამისი რეგულაცია უკვე ამოქმედდა.

“დადგენილება ფართის მფლობელს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის, ხელშეკრულებით კონკრეტული შეზღუდვის დაწესების გზით, რათა თავიდან იყოს აცილებული ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის. ამასთან, ფართის მესაკუთრე ვალდებულია, დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს”, – ამბობენ მთავრობაში.

კანონდარღვევის გამეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button