რეგიონი

გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო

გურჯაანის მუნიციპლიტეტის მერიაში რეორგანიზაცია დაიწყო.
შესაბამის ბრძანებას ახლადარჩეულმა მერმა, ზურაბ უტიშვილმა ხელი 17 დეკემბერს მოაწერა.
მერიის რეორგანიზაცია ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება და ის, როგორც სტრუქტურულ, ასევე საკადრო გადაადგილებებს ითვალისწინებს.

მუნიციპალიტეტის მერი, ზურაბ უტიაშვილი, რადიო ჰერეთთან განმარტავს, რომ ყველა თანამშრომელთან იქნება კომუნიკაცია და არცერთი კვალიფიციური კადრი უმუშევარი არ დარჩება.

“ეს არ იქნება მოკლევადიანი პროცესი, გაწერილი გვაქვს ყველაფერი. ითვალისწინებს სტრუქტურულ დ საკადრო გაჯანსაღებას. არავისი გამართვის უფლება არ მაქვს დაგეგმილი, ყველასთან იქნება კომუნიკაცია, შეფასება, არის მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები, რომლებიც საჯარო მოხელეებმა უნდა იცოდნენ. კვალიფიციური და სამსახურთან შესაბამისობაში მყოფი მოხელე, რატომ უნდა განთავისუფლდეს. რეორგანიზაცია, გამართულად მუშაობისათვის გვჭირდება და ყველას გადავანაწილებთ, ისე, რომ ემსახუროს საკუთარ მუნიციპლიტეტს”– განაცხადა უტიაშვილმა.

მერიაში დაწყებული რეორგანიზაციის შესახებ, თანამშრომლებმა შესაბამისი შეტყობინება უკვე მიიღეს.
სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები გურჯაანში, 2022 წლის თებერვალში დასრულდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button