მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“- პუტინმა ფედერალურ კანონს ხელი მოაწერა

"საქართველო და ომი უკრაინაში"

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ფედერალურ კანონს ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და რუსეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ, – ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კანონი „ამ ქვეყნების“ მოქალაქეებს უფლებას აძლევს საკუთარ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ „მეორე ქვეყნის მოქალაქეობა.“

შეთანხმება ძალაში შედის რატიფიკაციის სიგელების გაცვლის დღიდან და ძალაშია ხუთი წლის განმავლობაში. ის ავტომატურად გაგრძელდება მომდევნო ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში, თუ ამ პერიოდის ამოწურვამდე ექვსი თვით

ადრე რომელიმე მხარე ოფიციალური არხებით არ აცნობებს მეორეს მისი შეწყვეტის განზრახვის შესახებ.
კანონი დუმამ 2022 წლის 19 მაისს მიიღო, ფედერაციის საბჭომ კი 25 მაისს დაამტკიცა.
ამასთან გეტყვით რომ “საქართველო და ომი უკრაინაში”- ამ თემაზე დებატები ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართა. საქართველოს საკითხებზე პარტიათა შორისი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა, მტკიცე მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.

ხაზი გაუსვეს საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებსაც. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ, საქართველოში განხორციელებული სამუშაო ვიზიტი მიმოიხილა და ქვეყნებს შორის ურთიერთობების მაღალ ნიშნულზე ისაუბრა, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე.

ყურადღება გაამახვილა საქართველოს, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებასა და მთავრობის მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადზე.

დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე ჯონათან ჯანგოლი აცხადებს, რომ პუტინის სისასტიკე 2014 წელს არ დაწყებულა.

“მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ რუსეთის მიერ პუტინის მმართველობის დროს გამოხატული სისასტიკე და ძალადობა 2014 წელს უკრაინით არ დაწყებულა, პირიქით, ის დაიწყო 2008 წელს საქართველოში რუსეთის შეჭრით. შედეგად, დღემდე საქართველოს ტერიტორიების 20% – აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი – ოკუპირებულია რუსეთის ჯარების მიერ და საქართველო ჰყავს დაახლოებით 250 000 იძულებით გადაადგილებული პირი ხსენებული რეგიონებიდან” – აცხადებს ჯანოგლი.

საქართველოსა და ნატო-ს შორის წარმატებული თანამშრომლობაზე ისაუბრა საპარლამენტო ჯგუფის წევრმა ჯესიკა მორდენმაც.

“საქართველოს ამბიცია ნატო-ში გაწევრიანების შესახებ არ არის მხოლოდ სამხედრო გარანტიის საკითხი. საქართველომ უკვე ჩამოაყალიბა ძლიერი სამუშაო ურთიერთობა ნატოსთან. საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი ავღანეთში. 2014 წლის ნატო-უელსის სამიტის შედეგად, ხელი მოეწერა ნატო-საქართველოს პაკეტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ნატოს სტანდარტების შესაბამისად”- აცხადებს მორდენი.

მსგავსი პოსტები

Back to top button