მნიშვნელოვანისიახლეები

ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა

ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ აკრძალულია გადაადგილება ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 90-ე კმ-ზე.

ამ ადგილზე ღამით წვიმის გამო ჩამოიშალა მიწის მასა. ეს არის მიზეზი, რის გამოც გზის ამ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

უწყებაში აცხადებენ, რომ მოძრაობის აღსადგენად გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

უკვე მესამე დღეა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი წვიმა მოდის. ამის გამო განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლები და დაიღუპა სამი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. სტიქიის ზონა.

7 სექტემბერს “გარემოს ეროვნულმა სააგენტომ” ინფორმაცია გაავრცელა საქართველოში ამინდის გაუარესების შესახებ. სახელმწიფო სამსახური იუწყებოდა, რომ მოსალოდნელი იყო მეწყრული პროცესების განვითარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button