ლაგოდეხში ძველი საავადმყოფოს შენობები გასხვისდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ლაგოდეხში მდებარე ძველი საავადმყოფოს შენობები 203 ათას ლარად გაასხვისა.

უწყებამ ელექტრონული აუქციონის წესით – ძველი სამშობიაროს, პოლიკლინიკისა და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი საერთო ფართით 6238.00 კვ. მერტის ოდენობით კერძო მესაკუთრეს, მანანა გოგაშვილს გადასცა.

დოკუმენტაციის მიხედვით, რომელიც სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ვებ გვერდზეა განთავსებული, მესაკუთრემ შენობის ნაწილის რეაბილიტაცია და სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება არაუმეტეს 2 წლის ვადაში უნდა უზრუნველყოს.

კიდევ ერთი დეტალი, უწყებამ მესაკუთრეს საპრივატიზებო პირობად ობიექტის სამედიცინო პროფილით ფუნქციონირებისთვის სავალდებულო ვადად 7 წელი განუსაზღვრა.

ეკონომიკის სამინისტრომ შენობა 7 აპრილს გაასხვისა.

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”4875″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1430761921766″]

მსგავსი პოსტები

Back to top button