მნიშვნელოვანირეგიონი

კახეთში ნადირობის დროს კაცმა შემთხვევით მეგობარი მოკლა

შემთხვევა კახეთში – ახალგაზრდა კაცს სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და მეგობარი მოკლა

შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიმითში მოხდა.

ორი ადგილობრივები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფრინველზე სანადიროდ იმყოფებოდა.

ერთ- ერთ მათგანს, სანადირო თოფიდან ტყვია გაუვარდა და თანმხლებ პირს, 33 წლის ახალგაზრდა მამაკაცს, თავის არეში მოხვდა.

დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი, რომელიც წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება 116- ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცლის მოსპობას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button