სიახლეებისპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის ღია პირველობაზე იასპარეზებს

დღეს, ნიუ-იორკში სტარტს იღებს ამერიკის ღია პირველობა ჩოგბურთში.

პრესტიჟულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პირველ ჩოგანი და ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 30-ე პოზიციაზე მყოფი ნიკოლოზ ბასილაშვილი. როგორც ცნობილია, ქართველი ძირითად ბადეში 22-ე ნომრად არის განთესილი. მისი პირველი მეტოქეა ავსტრალიელი ჯონ მილმანი, რომელიც მსოფლიო რეიტინგში 43-ე პოზიციას იკავებს. ბასილაშვილის და მილმანის შეხვედრა 2 სექტემბერს, 00:45 საათზეა ჩანიშნული.

აღსანიშნავია, რომ ურთიერთშეხვედრებში ბასილაშვილი ჯონ მილმანს 2:1 უგებს.

ავსტრალიელის დამარცხების შემთხვევაში, ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე ამერიკელი ფრენსის ტიაფოსა და იტალიელი ანდრეას სეპის შორის გამარჯვებული იქნება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 53,4 მილიონი დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 3 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს.

ტურნირის შარშანდელი გამარჯვებული ესპანელი რაფაელ ნადალია, რომელმაც წლევანდელ ტურნირში მონაწილეობაზე და ტიტულის დაცვაზე უარი განაცხადა. შესაბამისად, ამერიკის ღია პირველობას წელს ახალი ჩემპიონი ეყოლება.

მსგავსი პოსტები

Back to top button