მნიშვნელოვანირეგიონისაქართველოსიახლეები

აჭარის ტელევიზიიდან კიდევ ორი ჟურნალისტი გაათავისუფლეს

აჭარის ტელევიზიის დირექტორმა კიდევ ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.
ამჯერად, ჟურნალისტი გიორგი მურვანიძე და პროდიუსერი ბაჩო გურაბანიძე დაითხოვეს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ბაჩო გურაბანიძემ განაცხადა.

“რეპრესიები გრძელდება!!!!
აჭარის ტელევიზიის დირექტორმა, ვინმე კოხრეიძემ მე და Giorgi Murvanidze გაგვათავისუფლა ტელევიზიიდან, დეტალების შესახებ მოგვიანებით დავწერ.
18 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ მე ტელევიზიაში აღარ ვმუშაობ.”

https://www.facebook.com/bacho.gurabanidze/posts/3632545580107200

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად გიორგი კოხრეიძის დანიშვნის შემდეგ, ხელისუფლებისადმი კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მწარმოებელი ჟურნალისტები საქმიანობას ჩამოაშორეს. სასამართლოში გიორგი კოხრეიძის წინააღმდეგ 9 ჟურნალისტი დავობს. ჟურნალისტებმა დევნის და პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის მუხლით გამოძიების დაწყების მოთხოვნით, პროკურატურასაც მიმართეს, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების აჭარის ტელევიზიიდან ჩამოშორებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“. აჭარის ტელევიზიაში მიღებულ საკადრო გადაწყვეტილებებს საგანგაშოდ აფასებს კოალიცია „მედია ადვოკატირებისთვის“. აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტების თავისუფლების დასაცავად, არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button