მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

გერმანია გაუგავნის მათ მიერ შექმნილ ტანკებს უკრაინას, იმ პირობით, რომ აშშ დათანხმდება იგივეს გაკეთებას.

აშშ ასრულებს მუშაობას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, დაახლოებით 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტზე. ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი იუწყება ორ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით. ამ პაკეტში პირველად იქნება საბრძოლო ჯავშანმანქანები Stryker.
ასეთივე ინფორმაცია აქვს გამოცემა Politico-საც. ამასთან, ორივე მედიასაშუალების წყაროთა ცნობით, დახმარების ახალ პაკეტში კვლავ არ იქნება შორ, დაახლოებით 300 კილომეტრის მანძილზე მოქმედი სარაკეტო კომპლექსები(ATACMS), რომლებსაც უკრაინა დიდი ხანია ითხოვს.
წინასწარი ინფორმაციით, აშშ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამ კვირის ბოლომდე გამოაქვეყნებს.
ხვალ, 20 იანვარს, გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გასაწევად, შეერთებული შტატების ინიციატივით შექმნილი საკონტაქტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა.
პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 6 იანვრამდე აშშ-მა უკრაინას გაუწია 24.2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აშშ-ს ულტიმატუმს უყენებს და აცხადებს, რომ უკრაინისთვის „ლეოპარდი 2“ ტიპის ტანკების გადაცემაზე თანხმობას იტყვის, თუ უკრაინას ამერიკული წარმოების M1 Abrams-ის ტანკებს, შეერთებული შტატებიც მიაწვდის. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა.
გერმანიას უკრაინისთვის ტანკების გადაცემისკენ სხვა ევროპული ქვეყნებიც, მათ შორის პოლონეთიც მოუწოდებს. ანდჟეი დუდამ, ჯერ კიდევ გასულ კვირას განაცხადა, რომ მზად არის, მიაწოდოს უკრაინას “ლეოპარდ 2-ის“ ტიპის გერმანული ტანკები, თუკი ბერლინი მათ რეექსპორტირებაზე ნებართვას გასცემს.
„ლეოპარდი 2-ის“ ტიპის ტანკები ყველაზე მოწინავე საბრძოლო ტექნიკაა, რომლის ჭურვსაც 5 კმ-ის რადიუსის მანძილის დაფარვა შეუძლია. უკრაინა კი ომში, ძირითადად, საბჭოთა წარმოების ტ-72 ტიპის ტანკებს იყენებს და დიდი ხანია, დასავლეთს ამ ტექნიკის მიწოდებას სთხოვს.
უკრაინა ითხოვს თანამედროვე დასავლურ იარაღს, განსაკუთრებით მძიმე საბრძოლო ტანკებს. ბერლინს კი აქვს ვეტოს უფლება ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე მისი “ლეოპარდის” ტანკების ექსპორტთან დაკავშირებით, რომლებიც ნატოს მოკავშირე არმიებმა განათავსეს ევროპაში.
წყარო მედიასთან ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რამდენჯერმე, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა დახურულ კარს მიღმა შეხვედრებზე ხაზი გაუსვა იმ პირობას, რომ ამერიკული ტანკები ასევე უნდა გაიგზავნოს უკრაინაში.
აშშ-ის პრეზიდენტის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა თქვა: “პრეზიდენტი თვლის, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა მიიღოს საკუთარი სუვერენული გადაწყვეტილებები უსაფრთხოების დახმარების ნაბიჯებზე და რა სახის აღჭურვილობის მიწოდება შეუძლიათ უკრაინისთვის”.
ცნობილია ისიც, რომ გერმანიის ახალი თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი ხუთშაბათს აშშ-ის თავდაცვის მდივანს ლოიდ ოსტინს უმასპინძლებს.

აშშ უკრაინის ელექტროქსელის აღსადგენად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
ბლინკენის განცხადებით, თანხა ასევე მოხმარდება წყალმომარაგებისა და ცენტრალური გათბობის სისტემების სარეზერვო კვების ბლოკების შეძენას, ასევე გაზის ტურბინების, ტრანსფორმატორებისა და სხვა ენერგეტიკული აღჭურვილობის მარაგების შევსებას. აღნიშნული 125 მილიონი კონგრესის მიერ 2022 წლის დეკემბერში დამტკიცებული დამატებითი დაფინანსების პაკეტიდან გამოიყოფა.

მსგავსი პოსტები

Back to top button