მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ნორვეგიამ 15 რუსი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ნორვეგიამ პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა ოსლოში რუსეთის საელჩოს 15 თანამშრომელი. ნორვეგიის მთავრობის ვებგვერდზე ისინი დასახელებულნი არიან დაზვერვის ოფიცრებად, რომლებიც ახორციელებდნენ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ საქმიანობას. მათ ქვეყანა უნდა დატოვონ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნიკენ ჰუიტფელდმა გაძევებას უწოდა “მნიშვნელოვანი ნაბიჯი რუსეთის სადაზვერვო საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლისა და შემცირების მიმართულებით.”

შეტყობინებაში მოსკოვი ოსლოსთვის ჯაშუშური საფრთხის მთავარ წყაროდ სახელდება. ცალკე აღნიშნულია, რომ ქვეყანა “მიესალმება” დიპლომატებს რუსეთიდან, მაგრამ არ დაუშვებს დაზვერვის აგენტების დიპლომატიურ საფარქვეშ მუშაობას.
„მთავრობის გადაწყვეტილება პასუხობს უსაფრთხოების შეცვლილ ვითარებას ევროპაში, რამაც რუსეთის მხრიდან სადაზვერვო საფრთხის გაზრდა გამოიწვია“, – აღნიშნულია ნორვეგიის საგარეო უწყების განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა ნორვეგია უახლოეს მომავალში უნდა დატოვონ.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანიკენ ჰუიტფელდტის განცხადებით, ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ნორვეგიაში რუსული დაზვერვის საქმიანობის დონის შესამცირებლად და ამ გზით, ქვეყნის ეროვნული ინტერესების დასაცავად.
2022 წლის აპრილში ნორვეგიამ უკვე გამოაცხადა სამი რუსი დიპლომატი არასასურველ პირებად. დაზვერვისთვის მუშაობაში ბრალდებული რუსული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების მასობრივი გაძევება ევროპის ქვეყნებში დაიწყო გასული წლის თებერვლიდან, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ.

თავის მხრივ, რუსეთის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ „სათანადო საპასუხო ზომებს“ მიიღებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button