მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

F-16 თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემა რისკებს შეიცავს-რუსეთის საგარეო უწყება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან დასავლეთის ქვეყნების განზრახვას, გადასცენ კიევს „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლები და აცხადებენ, რომ დასავლეთის ქვეყნები უკრაინის კონფლიქტის ესკალაციის გზას აგრძელებენ, რუსეთის ფედერაცია გაითვალისწინებს მათ განზრახვას F-16 საბრძოლო თვითმფრინავების კიევისთვის გადაცემასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ განაცხადა.

„ვხედავთ, რომ დასავლეთის ქვეყნები კვლავ მისდევენ ესკალაციის სცენარს. ეს თავისთავად უზარმაზარ რისკებს შეიცავს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველა ჩვენს გეგმაში იქნება გათვალისწინებული და ჩვენ გვაქვს ყველა საჭირო საშუალება დასახული მიზნების მისაღწევად“, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ უკრაინისთვის F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შესაძლო მიწოდების შესახებ დასმულ შეკითხვაზე კომენტირებისას.

მანამდე თეთრმა სახლმა დაადასტურა, რომ ვაშინგტონი „საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციას“ შეუერთდება, რომელიც უკრაინელ მფრინავებს მეოთხე თაობის გამანადგურებლების, მათ შორის, „F-16“-ების გამოყენებაში მოამზადებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარტნიორებს მიანიშნა, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინას ამერიკული წარმოების „ეფ-16“-ის ტიპის გამანადგურებლებს გადასცემდა.“-ების გამოყენებაში მოამზადებს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა პარტნიორებს მიანიშნა, რომ ის არ იქნებოდა წინააღმდეგი, თუ რომელიმე ქვეყანა უკრაინას ამერიკული წარმოების „F-16“-ის ტიპის გამანადგურებლებს გადასცემდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button