მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ქვეყანაში კრიმინალის დონე გაიზარდა

2018 წელს სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი 2154 რეგისტრირებული დანაშაულიდან მხოლოდ 173-ია გახსნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, აღნიშნული მაჩვენებელი 2017 წელს 1013-ს შეადგენდა, ხოლო მათგან 184 გაიხსნა.

რაც შეეხება თავად სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – 2018 წელს ჩადენილია განზრახ მკვლელობის 75 რეგისტრირებული შემთხვევა, (2017 წელს მაჩვენებელი – 67 იყო) განრახ მკვლელობის ჩადენა დამამძიმებელ გარემოებებში – 25 რეგისტრირებული შემთხვევა (2017 წელს – 32 შემთხვევა), მკვლელობის მცდელობა – 123 რეგისტრირებული შემთხვევა (2017 წელს – 84 შემთხვევა).

სტატისტიკის მიხედვით, 2018 წელს გაუპატიურების 96 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 33 შემთხვევაა გახსნილი. მონაცემები 2017 წელთან შედარებით მომატებულია. 2017 წელს გაუპატიურების 59 რეგისტრირებული დანაშაული დაფიქსირდა, ხოლო 18 მათგანი სამართალდამცველებმა გახსნეს.

ამასთან, 2018 წელს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების 185 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა, გახსნილია 118, 2017 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 224-ს შეადგენდა, ხოლო მათგან გაიხსნა – 145.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობის შემთხვევებს, შს სამინისტროს სტატისტიკით, 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა. კერძოდ, 2017 წელს ოჯახში ძალადობის 1243 რეგისტრირებული შემთხვევა დაფიქსირდა და მათგან გაიხსნა 1554, ხოლო 2018 წელს ოჯახში ძალადობის 4761 შემთხვევა დაფიქსირდა და გახსნილია 3005 დანაშაული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელთან შედარებით(72 რეგისტრირებული შემთხვევა), 2018 წელს გაიზარდა(115 რეგისტრირებული შემთხვევა) თავისუფლების უკანონო აღკვეთის და მუქარის – (2017 წელს – 482, ხოლო 2018 წელს – 821) შემთხვევები.

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დანაშაულის გაზრდილ მაჩვენებელს აღრიცხვიანობის გაუმჯობესებას უკავშირებს.

მოისმინეთ ნათია მეზვრიშვილის ხმა.

მსგავსი პოსტები

Back to top button