ომბუდსმენი ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციას ითხოვს

სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო წინადადებით მიმართა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” ომბუდსმენის აპარატიდან აცნობეს.

მათი თქმით, საკანონმდებლო წინადადება 16-დან 18 წლამდე პირთა ქორწინებაზე თანხმობის წესის ცვლილებას ითვალისწინებს.

“გამომდინარე იქიდან, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების ინიციატორები ხშირად არასრულწლოვანთა მშობლები არიან და ზოგიერთ შემთხვევაში ქორწინება მათი იძულებითაც კი ხდება, ცვლილება შესაძლებლობას მოგვცემს ასეთი ტიპის შემთხვევების პრევენცია მოვახდინოთ და პატივსადები მიზეზის არსებობისას არასრულწლოვან პირთა ქორწინების შესაძლებლობაზე სასამართლომ იმსჯელოს”, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ამ ინიციატივით საქართველოს სახალხო დამცველმა ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია გაიზიარა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს სწორედ ამგვარი ცვლილების განხორციელებისკენ მოუწოდებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button