მსოფლიოსიახლეები

კიევში რუსეთის ქუჩას სახელს შეუცვლიან

უკრაინის დედაქალაქ კიევში, ჩელიაბინსკის რაიონში არსებულ რუსეთის ქუჩას სახელი გადაერქმევა და მას ოპუპირებულ დონბასში დაღუპული მებრძოლის, იური ლიტვინსკის სახელი მიენიჭება. ინფორმაციას ქალაქის საკრებულოს პრესსამსახურზე დაყრდნობით ,,რია ნოვოსტი” ავრცელებს.

კიევში სულ ექვსი ქუჩისთვის იგეგმება სახელის გადარქმევა. აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში, უკრაინის დედაქალაქის ხელისუფლება რეგულარულად უცვლის სახელებს ქუჩებს. მაგალითად, აპრილის თვეში სახელი გადაერქვა საბჭოთა კავშირის დაზვერვის ოფიცრის, ივან კუდრის ქუჩას და მას სენატორ ჯონ მაკკეინის სახელი მიენიჭა.

მსგავსი პოსტები

Back to top button