მნიშვნელოვანისიახლეები

თელავის საკრებულოს სხდომაზე ენმს წევრებმა, ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, სურათები მიიტანეს

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა, ბათუმში გარდაცვლილი დეპუტატის, ნუგზარ ფუტკარაძის სურათები მიიტანეს.

ოპოზიციის წარმომადგენლებმა ” ქართული ოცნების” წევრებს გარდაცვლილის ხსოვნისათვის პატივის მიგებისკენ მოუწოდეს, თუმცა უმრავლესობის წევრებმა, მოწოდება, პოლიტიკურ პერფომანსად შეაფასეს.

სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა და ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილება ცნო.

დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიოს.

“ქართული ოცნება”, რომელსაც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა აქვს, თანდებობაზე სავარაუდოდ, თენგიზ მთვარელიშვილს დაასახელებს.

მთვარელიშვილი ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში იყო დასაქმებული.

საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები, თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებენ.

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეული საკრებულოების უფლებამოსილების ცნობა უნდა განხორციელდეს.

რადიო ჰერეთის კორესპოდენტი კახეთის რეგიონში  ხათუნა გულიაშვილის ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button