რეგიონი
უკრაინაში დაღუპულ თენგიზ ჭანიას დღეს სოფელ განმუხურში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში დაღუპულ თენგიზ ჭანიას დღეს სოფელ განმუხურში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ის რუსი ოკუპანტების სარაკეტო იერიშს 22- მარტს ემსხვერპლა.
48 წლის ჯარისკაცი ავდიივკა-მარიინკის მიმართულებაზე, უკრაინის შეიარაღებული ძალების “აზოვის” მესამე მოიერიშე ბრიგადის შემადგენლობაში იბრძოდა.
ორჯერ დაჭრის მიუხედავად, ბრძოლის ველი არ მიუტოვებია. იბრძოდა აფხაზეთისა და აგვისტოს ომებშიც. თენგიზ ჭანია აფხაზეთიდან დევნილია.