მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

მაია ცქიტიშვილი და დავით ზალკალიანი ვიცე პრემიერები გახდნენ

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოს ვიცე-პრემიერები იქნებიან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქუტრის მინისტრი მაია ცქიტიშვილი პირველ ვიცეპრემიერად, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი კი ვიცეპრემიერად დაინიშნა. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“საკითხი, რომელიც იქნება პრიორიტეტული მთავრობისთვის, ეს არის ქვეყნის დეოკუპაცია და ქვეყნის ინტეგრაცია. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით დღეს, როდესაც რეგიონში მნიშვნელოვანი მოვლენები ვითარდება, საერთაშორისო ურთიერთობებს ენიჭება უფრო და უფრო დიდი მნიშვნელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ოკუპაციაზე პასუხი და ქვეყნის შემდგომი ინტეგრაცია საერთაშორისო ორგანიზაციებში. ამიტომ, საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი ვიცეპრემიერი იქნება საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი”, – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button