სპორტი

საჩხერის „ჩიხურას“ ხელმძღვანელებს და ფეხბურთელებს შორის დაპირისპირებაა. გუნდიდან 14 ფეხბურთელი გაუშვეს

საჩხერის „ჩიხურადან“ 14 ფეხბურთელი გაუშვეს. რა გახდა ამის მიზეზი?- კლუბის ხელმძღვანელობა ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებს. ფაქტი ერთია, გუნდში დაპირისპირებაა, თუმცა ფეხბურთის სპეციალისტები 2 ვერსიას ავითარებენ: კლუბში შექმნილი ფინანსური კრიზისი ან გარიგებული მატჩები.

კლუბი იძულებით დატოვა გუნდის კაპიტანმა ლაშა ჩიკვაიძემაც, რომელმაც მთელი კარიერა ჩიხურაში გაატარა.

განთავისუფლებული ფეხბურთელები მედიასთან აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება მათთვის კლუბის ხელმძღვანელობას არ შეუტყობინებია; ინფორმაცია ფეხბურთელებს პოლიციამ აცნობა.

კლუბის ადმინისტრაცია მათ გარიგებულ მატჩებში მონაწილეობას ედავება. ფეხბურთელები სავარაუდო ბრალდებას არ ეთანხმებიან და ხელმძღვანელობისგან განმარტებას მოითხოვენ.

14-ვე ფეხბურთელი ზუგდიდის „დინამოსთან“ დაგეგმილ მატჩზე სათამაშოდ მივიდნენ, თუმცა ისინი პოლიციამ სტადიონზე არ შეუშვა.

„ჩიხურას“ ერთერთი წარმომადგენელი თორნიკე შალამბერიძე კი ამტკიცებს, რომ მოთამაშეების კლუბიდან გაშვება, ადგილზე წარმოქმნილმა ფინანსურმა კრიზისმა გამოიწვია.

შალამბერიძემ ასევე დასძინა, რომ ზოგირთი ფეხბურთელი ხელშეკრულების შეწყვეტის პირობებზე შეთანხმდა და მათ კომპენსაციის სახით კლუბის მესვეურები 3 თვის ხელფასს გადაუხდიან.

მსგავსი პოსტები

Back to top button