მსოფლიოსიახლეები

ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გავრცელდა

ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელწიფოს” მედიასაშუალება ,,ალ-ფურქან მედიამ” ინტერნეტში ISIS-ის ლიდერის, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის ვიდეო გაავრცელა. ეს ბოლო 5 წლის მანძილზე, პირველი შემთხვევაა, რაც მისი კადრები გავრცელდა.

ვიდეოში ალ-ბაღდადი საუბრობს, რომ აღდგომის დღესასწაულზე შრი-ლანკაში კათოლიკურ ეკლესიებზე თავდასხმების მოწყობა, სირიაში მომხდარი მოვლენების მიმართ ტერორისტული ორგანიზაციის საპასუხო ნაბიჯი იყო. ჩანაწერის ბოლოს კი ISIS-ის ლიდერი აცხადებს, რომ ,,ისლამური სახელმწიფო” მთელი მსოფლიოს მაშტაბით, ბრზოლას განაგრძობს.

შეგახსენებთ, გასულ თვეს, ISIS-მა სირიაში მდებარე უკანასკნელ დასახლებულ პუნქტზეც – სოფელ ბაღუზზეც დაკარგა კონტროლი.

მსგავსი პოსტები

Back to top button