ეკონომიკამნიშვნელოვანიპოლიტიკარეგიონისაქართველოსიახლეები

6 კითხვა გიორგი გახარიას

“ევროპული საქართველოს” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას 6 კითხვით მიმართავს.

ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის გაერთიანებული ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პრემიერს, ჰოსპიტალური სექტორის მომზადებაზე, პირველადი ჯანდაცვის რგოლის მომზადებაზე, გრიპის ვაქცინაზე, სოციალური დაცვის დამატებით ღონისძიებებზე, საგანმანათლებლო სექტორის მომზადებასა და ეკონომიკაზე უსვამს კითხვებს.

დროის გასვლასთან ერთად, რატომ არ იმატებს საწოლების რაოდენობა? რატომ არ მკურნალობენ მსუბუქ პაციენტებს ამბულატორიულად და ხარჯავენ მილიონებს? შეიძინეს თუ არა სეზონური გრიპის ვაქცინა? რით ეხმარებიან ათიათასობით შემოსავლის გარეშე დარჩენილ ოჯახებს? დაცულია თუ არა სკოლებში სასმელი წყლის, სანიტარიისა და ჰიგიენის ნორმები? გამოიწვია თუ არა ეკონომიკის ვარდნა ზედმეტად მკაცრმა შეზღუდვებმა? – ეს კითხვები ზურაბ ჭიაბერაშვილმა დღეს, მედიის წინაშე გააჟღერა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. დღეს საქართველოში ვირუსის 87 შემთხვევა გამოვლინდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button