მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ამერიკა უკრაინას “F-16-ის” ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს არ გაუგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 30 იანვარს განაცხადა, რომ აშშ უკრაინას არ გაუგზავნის F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს, იმ ფონზე, როცა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთი მათ გაგზავნას არ გამორიცხავს, თუკი გარკვეული პირობები დაკმაყოფილებული იქნება.
უკრაინის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მათი მიზანია დასავლელი პარტნიორებისგან გამანადგურებლები მიიღონ მას შემდეგ, რაც რიგმა ქვეყნებმა ტანკების გადაცემაზე თანხმობა გასცეს. ამასთან, შეიარაღებულ ძალებში აღნიშნავენ, რომ F-16-ის სამართავად უკრაინელ მფრინავებს დაახლოებით 6-თვიანი სწავლება დასჭირდებათ.

თეთრ სახლში ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას – უჭერს თუ არა ის მხარს თვითმფრინავების გაგზავნას – ბაიდენმა უპასუხა “არა”. თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინის ლიდერები ითხოვენ მას მერე, რაც გასულ კვირაში მიიღეს დაპირება, რომ გერმანია, აშშ და სხვა დასავლელი მოკავშირეები კიევს ტანკებს გაუგზავნიან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 30 იანვარს განაცხადა, რომ საფრანგეთი არ გამორიცხავს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნას, თუმცა დასძინა, რომ ამისთვის ჯერ გარკვეული პირობების შესრულებაა საჭირო.

ჰააგაში ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე მაკრონს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა საფრანგეთი საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებას უკრაინისთვის. მისი თქმით, “გამორიცხული არაფერია”, თუკი პირობები დაკმაყოფილებული იქნება. ეს მოიცავს იმის გამორიცხვას, რომ საბრძოლო თვითმფრინავები “რუსეთის მიწას შეეხება” და ასევე იმის უზრუნველყოფას, რომ მათი გაცემა არ დაასუსტებს საფრანგეთის არმიას, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინამ საბრძოლო თვითმფრინავები ოფიციალურად უნდა მოითხოვოს, თქვა მაკრონმა, რომელიც 31 იანვარს პარიზში შეხვდება უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს.

რუტეს თქმით, უკრაინას ჰოლანდიისგან ოფიციალურად არ უთხოვია F16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები და ამჟამად ამის შესახებ საუბარი არ მიმდინარეობს.
თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორი, ჯონ კირბი ამბობს, რომ აშშ უკრაინას საკმარის იარაღს აწვდის.

“მე შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი იარაღი უკვე იგზავნება და გაიგზავნება უახლოეს კვირებში და თვეებში. ეს არის იარაღის ის ტიპები, რომლებიც ჩვენ ველით, რომ გადამწყვეტი იქნება უკრაინელების ბრძოლაში დასახმარებლად ახლა, ზამთარში, და ასევე გაზაფხულზე”, – განუცხადა კირბიმ CNN-ს.
რაც შეეხება საბრძოლო ტექნიკას, ვაშინგტონში ამბობენ, რომ შეერთებული შტატები 60-ზე მეტ ბრედლის საბრძოლო მანქანას უკრაინისაკენ გზავნის.
ტვირთი გასულ კვირას ჩრდილოეთ ჩარლსტონიდან სამხრეთ კაროლინაში გავიდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა განაცხადა, რომ “ჩელენჯერ 2-ის” ტანკები უკრაინაში სავარაუდოდ ზაფხულამდე ჩავა. ნორვეგია თავისი “ლეოპარდ 2-ის” ტანკების ნაწილს უკრაინაში მარტის ბოლოსთვის გააგზავნის. თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნას არ გამორიცხავს საფრანგეთის პრეზიდენტი.

მაკრონმა განაცხადა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე საჭიროა გარკვეული პირობების შესრულება. მისი თქმით, თვითმფრინავებმა არ უნდა გამოიწვიონ დაძაბულობის ესკალაცია და არ უნდა მოხდეს მათი “რუსეთს მიწაზე” გამოყენება.

მსგავსი პოსტები

Back to top button