მნიშვნელოვანისიახლეები

დუშეთში თოვლში ჩარჩენილი 90-მდე ადამიანი მაშველებმა უვნებლად გამოიყვანეს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-ამდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.

„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე-მაშველების მიერ, ყველა შესაბამისი სპეც-ტექნიკის მობილიზების შედეგად, თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქის უვნებლად, უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მოხერხდა. მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება“,-აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოქალაქეთა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება.

მსგავსი პოსტები

Back to top button