მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჭყონდიდის ეპარქიაში ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მარტვილში, სალხინოს ტაძრის ეზოში მომხდარი დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.ამის შესახებ ჟურნალისტებს, ეკლესიის ეზოში განუცხადა სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლოზ დიასამიძემ. მისი თქმით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

დიასამიძის განცხადებით, ამ ეტაპზე არავინ დაუკავებიათ, თუმცა მიმდინარეობს ინციდენტში ჩართული პირების დაკითხვა. არის თუ არა მათ შორის სასულიერო პირი, მას არ დაუკონკრეტებია.

“ტარდება შესაბამისი ღონისძიებები. დანარჩენ დეტალებზე, რაც გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთება, მოგვიანებით გაცნობებთ. ამ ეტაპზე ინციდენტში მონაწილე ორი ადამიანის დაკითხვა”, – აღნიშნა დიასამიძემ.

მარტვილში, სალხინოს ტაძრის ეზოში ერთმანეთს ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს და მისი მოწინააღმდეგე სასულიერო პირების მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.

ინციდენტი მოჰყვა ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას, რამაც სასულიერო პირებში უკმაყოფილება გამოიწვია. მათ შორის იმ სასულიერო პირებში, რომლებსაც უფრო ადრე მღვდელმსახურება შეუჩერა ეპისკოპოსმა. ისინი ამბობენ, რომ ბიზნესმენს ამ ტერიტორიის მითვისება სურს.

მსგავსი პოსტები

Back to top button