მნიშვნელოვანირეგიონი

სოფელ გავაზში სახლები დაიტბორა

ინტენსიური წვიმის შედეგად, ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ გავაზში საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები დაიტბორა.

სტიქიამ საკარმიდამო ნაკვეთებიც დააზიანა. ადგილზე რამდენიმე საათია სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

დატობორილი სახლებიდან წყლის ამოტუმბვის პროცესი მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა მოუწესრიგებელ სანიაღვრე არხებზე საუბრობს. მათი თქმით, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა წლობით მოუგვარებელია.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით კი ზარალს შესაბამისი კომისია დაითვლის, თუმცა აანაზღაურებენ თუ არა ამ ზარალს, არ აკონკრეტებენე.

მსგავსი პოსტები

Back to top button