ირაკლი ღარიბაშვილის მშობლებს სახელმწიფო დაცვა აღარ იცავს [Audio]

ექსკლუზივი ►
საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების ოჯახს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ხორნაბუჯში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური აღარ იცავს – ინფორმაცია რადიო “თბილისს” [FM 93.5] ყოფილი პრემიერის მამამ ტარიელ ღარიბაშვილმა დაუდასტურა.
ტარიელ ღარიბაშვილის თქმით, “თითქმის უკვე ორი კვირაა დაცვის თანამშრომლებმა მათი საცხოვრებელი სახლი დატოვეს”.
ირაკლი ღარიბაშვილი მამამ ყოფილი პრემიერის გადადგომის შესახებაც გააკეთა მოკლე კომენტარი:
“თავის ნება იყო და გადადგა ეს ნაბიჯი. ძალიან გადაღლილია და ცოტას დაისვენებს. მერე ვნახოთ რას იზამს”, – განაცხადა ტარიელ ღარიბაშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილის მშობლების, ტარიელ და მარინა ღარიბაშვილების სახლთან დაცვის სამსახური 2013 წელს განთავსდა.
საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თანამდებობიდან 2015 წლის 23 დეკემბერს გადადგა.
ტარიელ ღარიბაშვილი_ხმა
გამოყენებულია კახეთის საინფორმაციო ცენტრის ფოტო