მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინაში მოკლული და დაჭრილი ოკუპანტების რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება

უკრაინის გენშტაბი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მოკლული და დაჭრილი რუსი ჯარისკაცების რაოდენობა 200 000-ს უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას New York Times ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა წერს, რუსი გენერლები წინა ხაზზე ცუდად გაწვრთილ წვევამდელებს, მათ შორის ციხიდან გამოშვებულ მსჯავრდებულებს უშვეენ, რათა უფრო გაწვრთნილი მებრძოლებისთვის “გზა გაკვალონ” და ერთგვარი ფარის ფუნქცია შეასრულონ.

“მათი დანაკარგები 11 თვის განმავლობაში 8-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ამერიკელების დანაკარგები ავღანეთში ორ-დეკადიანი ომის დროს”, – წერია სტატიაში.

რუსებმა ყველაზე დიდი დანაკარგი ბახმუტისა და სოლედარის ბრძოლებისას მიიღო.

NYT წერს, რომ ეს დანაკარგები, დიდი ალბათობით, პუტინის სამხედრო მიზნებზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან რუსეთში ეს ომი წარმოდგენილია, როგორც მეორე მსოფლიო ომის მაგვარი ბრძოლა, სადაც საბჭოთა კავშირმა 8 მილიონი ჯარისკაცი დაკარგა. შესაბამისად, პუტინი მზად არის გაწიროს ასობით ათასი ჯარისკაცი უკრაინაში, თუმცა უფრო მეტმა დანაკარგმა, შესაძლოა მისი პოლიტიკური მხარდაჭერა შეასუსტოს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 3 თებერვლამდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

ჯარისკაცი – დაახლოებით 129 870
​ტანკი – 3 215
ჯავშანტექნიკა – 6 388
საარტილერიო სისტემა – 2 215
სარაკეტო სისტემა – 460
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 222
თვითმფრინავები – 294
ვერტმფრენი – 284
ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 1 952
საკრუიზო რაკეტები – 796
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5068
გემი/ნავი/კატარღა – 18
​ სპეციალური აღჭურვილობა – 202.

მსგავსი პოსტები

Back to top button