საქართველოსიახლეები

პრემიერი მოსახლეობას ევროპის და ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს

“დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა”. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა. მისი თქმით, უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი, რომელმაც გამოთქვა სურვილი და საქართველოს კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა.

“დღეს ევროპის დღეა და სიმბოლურია, რომ ზუსტად 5 წლის შემდგომ, როდესაც ჯანსაღმა მსოფლიომ ფაშიზმი დაამარცხა, ევროპაში გაჩნდა ერთიანი თანაცხოვრების იდეა და ამ იდეამ იმხელა მაგნიტიზმის ძალა მიიღო, რომ დღესაც ჩვენ ქართველები ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ერთიანი ოჯახის წევრები გავხდეთ. მე მინდა მივულოცო თითოეულ ევროპელს, ყველას, ვინც თავს ევროპელად თვლის, მათაც და მინდა, მათ მადლობა გადავუხადო იმ დახმარებისთვის, რომელსაც გვიწევენ დღეს. უხილავ მტერთან ბრძოლაში ევროპა და ევროკავშირი იყო პირველი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის, რომელმაც გამოთქვა სურვილი და კონკრეტული ნაბიჯებით დაეხმარა საქართველოს როგორც ფინანსური, ასევე სამედიცინო თვალსაზრისით, ინფორმაციით გაცვლის თვალსაზრისით და კიდევ ბევრი მიმართულებით”. – განაცხადა გახარიამ.

“ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს”. – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს ვაკის პარკში განუცხადა. მან მოსახლეობას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა.

“ყველას გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს. 75 წელი გავიდა, როდესაც ამ პატარა ხალხმა, ერმა, 300 ათასი გმირი შეწირა ამ დიდ გამარჯვებას, მსოფლიოს ჯანსაღი ძალების გამარჯვებას ფაშიზმზე, დიდ ბოროტზე, მაგრამ ჩვენ ხანდახან გვავიწყდება ხოლმე, რომ საქართველომ ამხელა მსხვერპლი გაიღო. პატარა საქართველოსთვის 300 ათასი ახალგაზრდა ვაჟკაცი დიდია, მაგრამ გამარჯვებისთვის შეწირვა მაინც ძალიან დიდი ტრაგედია და წვლილია. ამიტომ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ყოველთვის პატივი უნდა მივაგოთ და ამასთან ერთად, ბევრს კიდევ უნდა გავახსენოთ, ვისაც ავიწყდება, რამხელა ღვაწლი, რამხელა წვლილი შეიტანა საქართველომ, ქართველების სიცოცხლით, ამ დიდ გამარჯვებაში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ჩვენც უნდა გვახსოვდეს და სხვებსაც. ეს ყოველთვის უნდა გავახსენოთ და რა თქმა უნდა, პირველ რიგში, პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, მაგრამ ამ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ჩვენი ვეტერანები, ჩვენი ღვაწლმოსილი ვეტერანები, რომლებიც უკვე იმ ასაკში არიან, რომ მათზე ზრუნვა ჩვენი ყოველდღიური ვალდებულება უნდა იყოს. ამიტომ პირველ რიგში ვულოცავ მათ. სახელმწიფო ზრუნავს მათზე და გააგრძელებს მათზე ზრუნვას”. – განაცხადა გახარიამ.

მსგავსი პოსტები

Back to top button