რეგიონი
სტიქიამ სოფელ ბიაში გაზსადენის მილი დააზიანა

ხობის, ზუგდიდისა და წალენჯიხის მოსახლეობა სტიქიის შედეგად ბუნებრივი აირის გარეშეა დარჩენილი.
მდინარე ხობისწყალმა, სოფელ ბიაში, ცენტრალური გაზსადენის მილი დააზიანა.
მხარის გუბერნატორის გიორგი გუგუჩიას ინფორმაციით,სამუშაოებს, შესაძლოა, ორი კვირა დასჭირდეს.
ადგილზე აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ასევე უნდა დაიკლოს მდინარეზე წყლის დონემ.
ხოლო რაც შეეხება წყალმომარაგებას და ცენტრალურ მილსადენს, რომელიც ადიდებულმა მდინარე ტეხურამ დააზიანა, წყალმომარაგება სატესტო რეჟიმში ხვალიდან ფოთს, ხოლო მომდევნო დღეებში კი სენაკს აღუდგება.
კვირის ბოლომდე კი 32 ათასივე აბონენტს აღუდგება ფოთსა და სენაკში.
სამდღიანმა სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მუნიციპალიტეტის ქალაქებს,ზარალი ამ დრომდე ითვლება.