ირმა ინაშვილი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა

ირმა ინაშვილი საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად დასახელდა. “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი შუალედურ არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

განცხადება ირმა ინაშვილმა დღეს გააკეთა. ალიანსის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი საარჩევნო კამპანია ოფიციალურად სექტემბრის ბოლოს დაიწყება, მანამდე კი ის მოსახლეობას ხვდება და ადგილზე არსებულ პრობლმებს ეცნობა.

რაც შეეხება „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ მარტვილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, ამის შესახებ, როგორც ირმა ინაშვილი ამბობს, ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მსგავსი პოსტები

Back to top button