მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

კელი დეგნანი ახმეტაში მეწარმის ფერმას ეწვია

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოდლისში, ადგილობრივი მეწარმის ფერმას ეწვია,

რატი როსტომაშვილი და მისი ოჯახი 70 სულიან, მეწველი საქონლის კომერციულ ფერმას ფლობს.

როსტომაშვლის ფერმერული მეურნეობა, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონელეობაში“ ფარგლებში დაფინანსდა.

5 წლიან პროექტს „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში – საქართველო“ აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის დაფინანსებით, Land O’Lakes Venture37-ი, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან პარტნიორობით ახორციელებს.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის თქმით, ფერმერებსა და სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.

“ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვესტუმრეთ ბატონი რატის ოჯახსა და მის ფერმას. და ვიხილე ის მართლაც უმნიშვნელოვანესი ძალიან დიდი ფერმა, რაც მათ გააკეთეს აშშ- ს სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მხარდაჭერით. და პროგრამის “სურსათი პროგრესისათვის” ფარგლებში, რომელიც ხელს უწყობს მეცხოველეობის მოდერნიზებას, ხელს უწყობს ცხოველთა ჯანმრთელობისა და ჰიგიენის გაუმჯობესებას. ის, რაც ვიხილეთ ჩვენ დღეს, არის კარგი მაგალითი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია საკვების ჯაჭვის გაუმჯობესება და უსაფრთხოების დაცვა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ თანამშრომლობას რასაც აკეთებს ბატონი რატი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფს ადგილობრივი ოჯახების დასაქმებას. დასაქმებული ჰყავს 7 ადამიანი”- განაცხადა კელი დეგნანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანი საქართველოში არსებული მსხვილფეხა პირუტყვის რძისა და ხორცის ინდუსტრიებში, სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებაა.

მსგავსი პოსტები

Back to top button