მნიშვნელოვანირეგიონი

წნორში 9 წლის ბიჭი სანიაღვრე არხში დაიხრჩო

სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 9 წლის ბიჭი სანიაღვრე არხში დაიხრჩო.
შემთხვევა, ქალაქ წნორში მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი

საცხოვრებელ სახლთან ახლოს მდებარე სუპერმარკეტში მიდიოდა, რა დროსაც ძლიერმა წვიმამ და ქარმა მოუსწრო.
ისინი ვარაუდობენ, რომ წვიმის და ქარის გამო, მოზარდი სანიაღვრე არხში ჩავარდა, სადაც დიდი რაოდენობით წყალი მოდიოდა.

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button