მნიშვნელოვანირეგიონი

დავით-გარეჯის მონასტერთან “გარეჯობა-2022“ აღნიშნეს

დღეს, დავით-გარეჯის მონასტერთან “გარეჯობა-2022“ აღნიშნეს.
დღესასწაული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოსთან, დავით- გარეჯის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდა.

დღესასწაულის ფარგლებში, ადგილზე მოწყობილი იყო საგამოფენო სივრცეები, ეთნო- კუთხეები, გაიმართა ტრადიციული ქართული კერძების მასტერკლასები და ღვინის დეგუსტაცია.

გარეჯობაზე მყოფ მოქალაქეებს შეეძლოთ ჭიდაობის, დოღის ნახვა და სხვადასხვა საკონცერტო ნომრების მოსმენა.
დღესასწაულზე დასწრების მსურველი პირები, საგარეჯოს ცენტრიდან, სპეციალურად ამ დღისათვის გამოყოფილ სამარშრუტო ავტომანქანებს გადაჰყავდა.

გარეჯობა, როგორც სახალხო დღესასწაული დავით გარეჯის დიდ სამონასტრო კომპლექსთან, XX საუკუნის 70-იანი წლებიდან ტარდება.

1988 წლის შემდეგ, დღესასწაული მხოლოდ ერთხელ, 1997 წელს, მცირე მასშტაბით აღინიშნა.
გარეჯობა ხელახლა 2018 წლის 21 მაისს აღადგინეს და საგარეჯოში, ტრადიციულად, ყოველწლიურად ზეიმობენ.
ნატალია შუბითიძე

მსგავსი პოსტები

Back to top button