მნიშვნელოვანისიახლეები

რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ დოკუმენტი გაუუქმდება

რამდენიმე თვეში საქართველოში რამდენიმე ათეულ ათას ადამიანს, რომლებსაც ლამინირებული უვადო პირადობის მოწმობები აქვთ, დოკუმენტი გაუუქმდება. შესაბამისი ცვლილება “საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” კანონში შევიდა.

2024 წლის 15 მარტიდან იუსტიციის სამინისტრო არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობების მფლობელთათვის პირადობის ელექტრონული მოწმობებით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლებას უზრუნველყოფს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობის პირადობის ელექტრონული მოწმობით (ID ბარათით) უსასყიდლოდ ჩანაცვლების მიზნით, მოქალაქეებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იუსტიციის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.

„საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების თანახმად, 2024 წლის 1 ივლისიდან უქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული არაელექტრონული (ლამინირებული) პირადობის მოწმობები.

პირადობის მოწმობის შესაცვლელად მოქალაქეებმა იუსტიის სახლებსა და მობილურ იუსტიციის სახლებს უნდა მიმართონ.
თუ მოქალაქეები დოკუმენტებს არ განაახლებენ, ვერ შეძლებენ არათუ არჩევნებზე ხმის მიცემას, არამედ საბანკო მომსახურებებით სარგებლობას, მათ შორის ვერ აიღებენ პენსიას.

პირადობის მოწმობის აღება უფასო იქნება მხოლოდ მათთვის, ვინც ამ დრომდე ფლობს უვადოდ გაცემულ ე.წ. ქაღალდის დოკუმენტს. 2023 წლის ნოემბრის მონაცემებით, ასეთი იყო დაახლოებით 230 ათასი ადამიანი.

საქართველოს პარლამენტმა 2023 წლის დეკემბერში მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 1 ივლისიდან გაუქმდება 2011 წლის 28 ივლისამდე გაცემული ყველა ლამინირებული პირადობის მოწმობა.

განახლებული საარჩევნო კოდექსის მიხედვით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის მიცემა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით ან პასპორტით. პარლამენტმა კანონმდებლობა სწორედ ამ მიზეზით შეცვალა და ლამინირებული პირადობის მოწმობის გაუქმება გადაწყვიტა.

შეგახსენებეთ, რომ 2024 წლის 1-ელი ივლისიდან გაუქმდება ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები, რომლებიც 2011 წლის 28 ივლისამდე გაიცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button