შვედეთი მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ გააფრთხილეს [Photo]

შვედეთის უსაფრთხოების სამსახურმა ერაყის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებისგან ინფორმაცია მიიღო იმის თაობაზე, რომ ქვეყანაში ტერაქტები იგეგმება. ამის შესახებ ინფორმაციას შვედური გაზეთი Expressen ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 7-8 მეომარი შვედეთში შეღწევასა და სტოქჰოლმში ტერაქტების მოწყობას გეგმავს.

ერაყის დაზვერვის ინფორმაციით, ტერორისტების სამიზნე უპირველეს ყოვლისა სამოქალაქო ობიექტები იქნება.

შვედეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური – SÄPO ყველა ზომას მიმართავს და საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით პოტენციურ დამნაშავეთა ვინაობას ადგენს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”34197″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button