სპორტი

ევროპალიგის ფინალში ვილეარეალი და მანჩესტერ-იუნაიტედი ითამაშებენ

ევროლიგის ტურნირის საპასუხო ნახევარფინალურ შეხვედრებში დიდი სკანდალი და მოულოდნელობები არ მომხდარა, თუმცა მაინც საგულისხმოა ის ფაქტი,. რომ ესპანური ვილეარეალი ევროტურნირის ფინალში პირველად გავიდა. მეტოქე „არსენალთან“ ნულოვანი ფრე ითამაშა და ორი მატჩის ჯამში ფინალის საგზური მოიპოვა.

მეორე შეხვედრაში რომა და მანჩესტერ-იუნაიტედი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. აქ ფავორიტად ინგლისური კლუბი ითვლებოდა და პროგნოზი არც გამტყუნებულა.

ინგლისელთაგან ორივე გოლი ედისონ კავანიმ ჩაიწერა აქტივში. რაც შეეხება რომას, მან განმეორებითი შეხვედრა 3:2 მოიგო, მაგრამ ნახევარფინალის საერთო ანგარიში 8:5, მანჩესტერის სასარგებლოდ დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ რომაელთაგან გამარჯვების გოლი 30-ე წუთზე შეცვლაზე შესულმა 19 წლის დებიუტანტმა ებრიმა დარბოემ გაიტანა. აფრიკელისთვის ეს მეოთხე მატჩი იყო რომას შემადგენლობაში და მისთვის ისეთი ემოციური იყო, რომ დარბოემ ინტერვიუს დროს იტირა კიდეც.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის ფინალი ლონდონში გაიმართება.

მსგავსი პოსტები

Back to top button