მევენახეები დღეს გურჯაანის გამგეობასთან აპირებენ შეკრებას

ჩასაბარებელი ყურძნის ფასის გაზრდის მოთხოვნით კახელი მევენახეები დღეს გურჯაანის გამგეობასთან კვლავ აპირებენ შეკრებას.

ამის შესახებ აქციის მონაწილეებმა 14 სექტემბრის აქციაზე განაცხადეს.

დღესვე ისინი ელოდებიან პასუხს რეგიონის გუბერნატორისგან, რომელიც ამ საკითხზე გლეხებს ხელისუფლების წევრებთან საკითხის გარკვევას დაპირდა.

მევენახეების მოთხოვნები უცვლელია – ისინი ყურძნის ჩაბარების ფასის ლარამდე გაზრდას ითხოვენ და ხელისუფლებას დანაპირების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button