მნიშვნელოვანირეგიონი

თუშეთის ზაფხულის საძოვრებზე პირველი ცხვრის ფარები გადავიდა

თუშმა მეცხვარეებმა ცხვრის ფარების მთაში გადაყვანა უკვე დაიწყეს.
პირველებმა ცხვარი მთის საძოვრებისკენ, ალვანში მცხოვრებმა მეცხვარეებმა, რომო გიგოლაშვილმა და ქართლო მოზაიძემ გადაიყვანეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის განმარტებით, თუ ცხვარი მთის ზაფხულის საძოვარზე არ გადავა, თუშური ცხვრის ყველი ვერ დამზადდება.

” ეგრეთწოდებულ აბანოებამდე მიდიან ჩვეულებრივი გზით. შემდეგ, როგორც ფილმებში გინახავთ, თოვლში ბილიკებს აკეთებენ და ცხვარს ისე აცურებენ. დაახლოებით, 5 ივნისამდე, თითქმის ყველა მეცხვარე გადაიყვანს ცხვრებს. მთის ყველა სოფლის თავზე, საძოვარია. თუ ცხვარი იქ არ ავიდა, თუშური ცხვრის ყველი ვერ გაკეთდება. ცხვარმა იქ უნდა მოძოვოს, რომ რძემ ივარგოს და ყველი დამზადდეს”– განაცხადა ნასყიდაშვილმა.

ცხვრის ფარები მთის საზაფხულო საძოვრებზე, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე დარჩებიან.
ზამთრის სეზონის დადგომისას კი, მეცხვარეები ფარებს ბარში, ზამთრის საძოვრებზე დააბრუნებენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button